თბილისის მერი დაკითხვაზე შესაძლოა იძულების წესით მიიყვანონ. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გიგი უგულავა, რომელიც მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, პატივი სცენ კანონს და ეს განსაკუთრებით თბილისის მერს ეხება. ირაკლი ღარიბაშვილმა გიგი უგულავას ქმედებას სამარცხვინო უწოდა და განმარტა, რომ პრივილეგირებულთა კასტა საქართველოში აღარ იარსებებს.