ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ქვეყნის მთავარი გამოწვევაა, პანდემია რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და ნაკლები დანაკარგით გადავაგოროთ და შემდეგი მთავარი ამოცანა იქნება, დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე გქვონდა- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსმა ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის მხრივ.

„მთავრობის ნომერი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ეკონომიკა. გარდა ამისა არის ბევრი სხვა გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მაგალითად: განათლების რეფორმა საჭიროებს კიდევ უფრო მეტ რეფორმას, საგარეო მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები იმისთვის, რომ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.