სინოპტიკოსები 16 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექიანი დღეა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმაა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
ძლიერი ქარია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.
გორში დღისით წვიმა ელჭექით და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლი და -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -7 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +5 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი და წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.