გივი მიქანაძე: ტინი კოქსის ანგარიშის საერთო სულისკვეთებაა ის, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში

გივი მიქანაძე: ტინი კოქსის ანგარიშის საერთო სულისკვეთებაა ის, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის ანგარიშის საერთო სულისკვეთებაა ის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებს თავისუფლად აფასებენ. საარჩევნო ადმინისტრაციამ და ხელისუფლებამ დიდი როლი ითამაშეს იმ კუთხით, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებს ნეგატიური ზეგავლენა არ მოეხდინა და ესეც ანგარიშში ძალიან პოზიტიურადაა აღნიშნული“, - განაცხადა მიქანაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.