არ ვიქნები ძალიან ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის ძალიან დიდი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის. მისი ლიდერობა და პოლიტიკურ პროცესებში მისი მონაწილეობა ჩვენთვის სერიოზული ფორა იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არ ვიქნები ძალიან ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის ძალიან დიდი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის. მისი ლიდერობა და პოლიტიკურ პროცესებში მისი მონაწილეობა ჩვენთვის სერიოზული ფორა იყო. ჩვენი პოლიტიკური იმუნიტეტი კიდევ უფრო უნდა გავიძლიეროთ და შემდეგ გავაძლიეროთ ძალისხმევა იმისათვის, რომ სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება პარტიამ. ჩვენ ვართ მმართველი პარტია და, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას წარმატებით გააგრძელებს. როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე დგები, კიდევ უფრო ცდილობ დაიზღვიო თავი შეცდომებისგან. შესაბამისად, ამ გამოწვევამ კიდევ უფრო შეგვმატა ძალა, რათა დავაზღვიოთ შეცდომები და რისკები. პოლიტიკური გუნდისთვის ეს სერიოზული დანაკლისი უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. ურთულესია, არ არის მარტივი ამ ამოცანის გადაჭრა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ამ ადამიანის საქმიანობისა და მრავალწლიანი შრომის შედეგია, რომ ჩვენ საკუთარ ძალებში ვართ დარწმუნებულები“, - განაცხადა მდინარაძემ.