დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი: ბუკნარში კონფლიქტი თითქმის დასრულებულია, იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა 

დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი: ბუკნარში კონფლიქტი თითქმის დასრულებულია, იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა 

ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს. დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილის თქმით, ყველამ უნდა შეუწყოს ხელი სიტუაციის დამშვიდებას. როგორც მან აღნიშნა, ძმური ურთიერთობის გაგრძელება მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის აუცილებელია.

„ლოცვა ყოველთვის არის საკეთილდღეო. დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ეპარქიის და ლოცვა -კურთხევა მეუფე იოსების, რომ ყველამ შევუწყოთ ხელი იმას, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა", - აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, აღნიშნული კონფლიქტი დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ როგორც აქამდე ვურთიერთობდით, ისე გავაგრძელებთ და ჩვენს შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორც იყო აქამდე. ბუკნარში სახლი შეიძინა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა სალოცავად, როგორც შემდეგ განმარტეს, მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იქ მეჩეთი უნდა გაკეთდეს და იმ გაგებით, რომ იქნებოდა ხმამაღალი ლოცვა, ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. ზოგადად კონფლიქტი არის ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად",- განაცხადა შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილმა.

Aburjga Tasmanieli არ იქნება! ტყუილად გაქვთ მაგის იმედი! მუსულმან ერებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მაგრამ ქართველი და მართლმადიდებელი ეს სინონიმებია! ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა შეიგნოს! ეს არ ნიშნავს ქრისტიანობის უპირატესობას ისლამზე. უბრალოდ, ქართველი უნდა იყოს მართლმადიდებელი წინაპართა რწმენის საპატივცემულოდ!
3 წლის უკან