"პრეპარატი დეფიციტშია, ამან შეიძლება დიდი პრობლემის წინაშე დაგვაყენოს" - ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სინ­დრო­მით, რო­მელ­საც მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბის სინ­დრომს უწო­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვი მკურ­ნა­ლობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ის არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა და 4-6 კვი­რის შემ­დეგ ვლინ­დე­ბა, აზი­ა­ნებს ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ორ­გა­ნოს, მა­გა­ლი­თად გუ­ლის პარ­კუ­ჭებს, ფილ­ტვებს, თირკმე­ლებს.

რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი­დან ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მით მხო­ლოდ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 42 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობს. კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი ამ­ბობს, რომ ამ მხრივ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, თუმ­ცა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ დამ­დგა­რა.

პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც მე­დი­კო­სე­ბი მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნია და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­ფი­ცი­ტშია. ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი სა­ხელ­მწი­ფოს მისი დრო­უ­ლად შეს­ყიდ­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ამ მე­დი­კა­მენ­ტის დე­ფი­ცი­ტია და ამან შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნოს. ეს არის სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხი. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­კე­თოს მისი შეს­ყიდ­ვა, ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. სა­შუ­ა­ლო წო­ნის ბავ­შვს კი­ლოგ­რამ წო­ნა­ზე 8-9 ათა­სი ლა­რის იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.