გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ

გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირებების სქემები, ისე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.