როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 15 იანვარს ქუთაისში მცირე ნალექს ვარაუდობენ. დღისით +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექიანი დღეა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექია მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. იწვიმებს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +8 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც +8 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით მცირე ნალექი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლი და +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.