სახდეპი: აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე სენსიტიური მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას

სახდეპი: აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე სენსიტიური მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება.

„აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე სენსიტიური მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტ ინვესტიციებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა.