მარინა კალიურანდი: საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული იყო და მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ

მარინა კალიურანდი: საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული იყო და მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ

„ახლა კოვიდ-19 ის გამო შექმნილი კრიზისია ყველგან და მაინც უნდა შევძლოთ ვიყოთ ეფექტიანები. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც ყველა არჩეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო დემოკრატიული და არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ

„მე ვსაუბრობ ჩემი ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე. მე ვარ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი და საქართველოსთან თანამშრომლობის დელეგაციის თანათავმჯდომარე.

ევროპარლამეტარები სხვადასხვა შინაარსის განცხადებას აკეთებენ. მე ყოველთვის ვამბობ, მიაქციეთ ყურადღება ვინ არიან ისინი, რომელი სტატუსით საუბრობენ ან რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ევროპარლამენტარებს შეუძლიათ თქვან რაც მათ სურთ, მაგრამ ოფიციალური სტატუსით და ევროპარლამენტის სახელით საუბრისას იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს შიდა პოლიტიკური საქმეა. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არჩევანს.

საქართველოში არჩევნები 100 პროცენტით უნაკლო არ ყოფილა, მაგრამ ასეთი არჩევნები არც არსებობს. ყოველთვის ვლინდება არჩევნებზე ის, რაც შემდგომი ეტაპისთვის გამოსასწორებელია. საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო საერთო ჯამში დემოკრატიული და არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.