პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩნდება, მზად არის თუ არა ქვეყანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისთვის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „TVპირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეს გამოჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს და ყოველდღიური ავადობის რა ციფრებით შევხვდებით ამ პერიოდს“, - აღნიშნა იმნაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.