გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლისაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება

გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლისაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება

კოლექტიური ლიდერშიფი მომწონს - ირაკლი კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლისაბჭო იყოს ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თვითონ არ იქნება რაღაც საკითხების მიმთვისებელი , - აღნიშნული განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“ქართული ოცნების“ ლიდერია ირაკლი კობახიძე, აჩიკო თალაკვაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უშველებელი რესურსი აქვს. პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭო იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, “ღმერთმა ნუ ქნას სიტუაციას დასჭირდეს ისე, რომ ივანიშვილმა ნაბიჯი გუნდის გასაერთიანებლად გადადგას, მაგრამ არასდროს არაფერი უნდა გამორიცხო“.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილმა სათავე ისეთი გუნდის შექმნას დაუდო, რომელიც თავს გაართმევს“.