„მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ვისი რა საქმეა, ამით ვის რა უშავდება?“ - ვახო სანაიას ხისტი აზრები ფაქიზი თემის ირგვლივ

„მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ვისი რა საქმეა, ამით ვის რა უშავდება?“ - ვახო სანაიას ხისტი აზრები ფაქიზი თემის ირგვლივ

ტელეწამყვანი ვახო სანია მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობებით სპეკულირება ბოროტებაა. მისი აზრით, თუ ადამიანს აზრის სხარტად გადმოსაცემად ღმერთის ან მოციქულების ხსენება დასჭირდება, ამის გამო არ უნდა შეიზღუდონ.

„ალბათ, ბევრს არ მოეწონება და შემედავება კიდეც, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა. კონკრეტულ საკითხზე გუშინ გამოვხატე ჩემი აზრი. ახლა ზოგადადაც ვიტყვი.

მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ამით ვის რა უშავდება? ან სხვა თუ იხუმრებს მუჰამედზე, მე რა მიშავდება? ან თუ აზრის სხარტად გადმოსაცემად დამჭირდება ღმერთის ან მოციქულების ხსენება, ეს ვისი რა საქმეა? იუმორიც გრძნობაა. მაშინ რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ იუმორის გრძნობის გამოხატვა? ან ქრისტე და მუჰამედი რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს პრივატიზებული? სრული სიგიჟეა ეგ რელიგიური გრძნობები და ბოლოს მთავრდება "შარლი ებდოს" რედაქციაში შევარდნით.

ძალიან საშიში ფენომენია და ბოროტებაა მაგ საკითხით სპეკულირება. ბოროტება - როგორც კონკრეტული ადამიანების, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“, - წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას, სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალაჰია და მისი მოციქული მუჰამედი გვარამიაა.

გვარამიას, ამ განცხადებამ მუსლიმთა თემი გააღიზიანა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

თუთაშხა ქუჩაში ჩემი თავისუფალი გამოხატვა და მის მიმართ იუმორით გაჯერებული, სულ სიცილ-სიცილით სილა არის თუ არა ალალი? - ვინ არიან ეს ლიბერტანიალელი პიჟონები? ვინ არიან ეს მე-5 კოლონა.
3 წლის უკან
amo რა დონეა
3 წლის უკან
Ninja მართლაც, არც არავის არაფერი დაუშავდება თქვენი უმეცარი ე.წ. ხუმრობებით, მით უმეტეს ქრისტეს, რომელმაც უგუნურთაგან ბევრი ტალახის სროლა აიტანა და მაინც მათთვის ეწამა, რომ მათი ცოდვები გამოესყიდა. მხოლოდ და მხოლოდ თქვენ დარჩებით ბოლშევიკურ სექტაში, რაც უკვე გამოვიარეთ. ეხლა ნეობოლშევიზმის, ანუ რადიკალური ლიბერალიზმის ჭაობში ხართ. ისევ ქრისტე თუ გამოგიწოდებთ მაშველ ხელს, რომ მთლად არ ჩაიძიროთ მაგ ჭაობში. და კიდევ, ინტელექტის სიმწირის ბრალია, რაც გჭირთ.
3 წლის უკან