გიგი უგულავა: ივანიშვილი კომფორტის ზონაში წავიდა თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუწია უკან დახევა - მისი ამ ნაბიჯით ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებს უფრო მიუახლოვდა

გიგი უგულავა: ივანიშვილი კომფორტის ზონაში წავიდა თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუწია უკან დახევა - მისი ამ ნაბიჯით ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებს უფრო მიუახლოვდა

ივანიშვილი კომფორტის ზონაში წავიდა თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუწია უკან დახევა და იმ პრობლემების გასიგრძეგანება, რომელიც ქვეყანაშია და ალბათ დაინახა, რომ ამ პრობლემებს მხოლოდ და მხოლოდ გადაყვება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ცვლის თუ არა რაიმეს ივანიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციის გეგმებში, უგულავა ამბობს, რომ მათი გეგმები არსებითად უკეთესობისკენ შეცვალა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯით ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებს უფრო მიუახლოვდა.

„ივანიშვილმა, რომელიც არის როგორც ყოველთვის საკუთარ ქონებაზე მზრუნველი ადამიანი, გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი ქონების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი - დაიცვას ქონება და წავიდა სიღრმეში. ვთვლი, ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ მოთხოვნასთან, რიგგარეშე არჩევნებთან.

ჩვენ გაცილებით ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან. „ოცნების“ რიგითმა ამომრჩეველმა ხმა ივანიშვილს მისცა, აბა თალაკვაძისთვის და კობახიძისთვის ხმა არავის მიუცია და თუ ივანიშვილი წავიდა და ჩვენ ამას ვიჯერებთ, რომ წავიდა, მაშინ ლეგიტიმაციის პრობლემა ასკეცდება. მითუმეტეს ამ პარლამენტის, რომელიც ერთპარტიულია, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა ისედაც აქვს და რომელიც არარეპრეტენზაციულია. ამ ყველაფერს რომ დაემატა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხმა, რაც მოიპარეს, თუ არ მოიპარეს და აიღეს. ვის მისცეს ხმა? - ივანიშვილს. ივანიშვილი ახლა ამბობს - მივდივარ. ლეგიტიმაციის პრობლემა უფრო მეტად დგება და ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილებით ორი-სამი ნაბიჯით ახლოს ვართ რიგგარეშე არჩევნებთან.

ივანიშვილს თუ რამეს შევადარებთ, რუსეთს უნდა შევადაროთ. რუსეთზე კი ასეთი გამოთქმაა - „Умом Россию не понять“. გონებით ივანიშვილი რას შვება... ის თვითგადარჩენის ინსტიქტებით მოქმედებს. ის 90-იანი წლების რუსეთის კაცია. რუსეთში ოლიგარქებისთვის 90-იან წლებში, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონოდათ, მთავარი ზურგის ტვინი და ინსტიქტი იყო, თვითგადარჩენის ინსტიქტი.

8 წელია გასული და ხელისუფლებიდან როდის მოცურდება, თვითონაც იცის კარგად, თავის ძვირფას ოპუსში დაწერა და ხვდება, რომ ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. ასევე საერთაშორისო კონიუქტურა, რომელიც მის წინააღმდეგ უფრო ფორმირდა იმიტომ, რომ ფაქტია ბაიდენის ადმინისტრაცია მისთვის არ იყო სასურველი იმიტომ, რომ ბაიდენი როცა ვიცე-პრეზიდენტი იყო და ძირითადად ის კურირებდა აქეთა რეგიონის საკითხებს, ივანიშვილს თავისი ადმინისტრაციით, თავისი პრემიერ-მინისტრებით გადაგდებული ჰყავს. საერთაშორისო კომპონენტი შედის ასევე - აქამდე კი იყო, რომ იქნებ შეხვიდეთ, მაგრამ ოპოზიციას აწი აღარავინ ეტყვის - შედით. პირიქით -ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეტყვიან - დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები. ეს ტენდენცია წამოვიდა. ბევრი წინაპირობაა, ვივარაუდოთ, რომ მას სჭირდებოდა უკან წასვლა. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პერსონალურად ინტროვენტია და რასაც აკეთებს ეს 8 წელია, დიდად შეიძლება არ სიამოვნებს“,- განაცხადა უგულავამ.

Lolo47 ეს ბაცაცა რომ ვინმეს საქმეს გაურჩევს. 30 წელია საქართველოში კატები ყეფენ!!!
4 წლის უკან
maia dadia ეს კიდევ რომ ბედავს მორალის კითხვას,ჩვენი,საზოგადოების ბრალია!
4 წლის უკან