ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას. ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაამკვიდრა ქვეყანაში ახალი სტანდარტი. კერძოდ, როგორი უნდა იყოს უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მან თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედიათავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ასოცირებული იქნება მის სახელთან“, - განაცხდა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ამ ფორმით დატოვებით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას. „მისი ქველმოქმედება იყო უპრეცედენტო პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი გადადგმული ნაბიჯი არის უპრეცედენტო. ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის სახელით და განხორციელდება „ქართუ ფონდის“ სახელით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.