დავით კირვალიძის 100 დღე - სოფლის მეურნეობის მინისტრმა შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები წარმოადგინა. ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, შეღავათიანი და იაფი სესხების გაცემა, ტრაქტორისტ-მემანქანეთა გადამზადება და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა-ასეთია უახლოესი თვეების გეგმა. საგაზაფხულო სამუშაოებისთვის უწყება ახალი ტექნიკის შეძენასა და სარწყავ-სადრენაჟე არხების რეაბილიტაციასაც აპირებს.