ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, კომპრომატები იყოს მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში ვერ შედის

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, კომპრომატები იყოს მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში ვერ შედის

დიდი შანსია, რომ ეს იყოს მიზეზი, როდესაც ლოგიკურად ვერ ხსნი ქცევას, უნდა პარლამენტში შესვლა და ვერ შედის, უნდა რაღაცაზე ხელმოწერა და ვერ აწერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

კობახიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ნაწილზე მეორე ნაწილის მხრიდან ზეწოლა ძველი ვალდებულებების ან კომპრომატების საფუძველზე ხორციელდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის ქცევას სხვა ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება.

„რაც შეეხება საერთო სულისკვეთებას, ჩანს, რომ ვიღაცებს აქვთ რაღაც ვალდებულებები „ნაცმოძრაობასთან", „ევროპულ საქართველოსთან", ან ვიღაცას რაღაცა შიშები აქვს. არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად აუხსნელია კონკრეტული პარტიის ქცევა, ან არის ძველი მეთოდები: კომპრომატები, ერთობლივი კორუფციული სქემები და ა,შ. დიდი შანსია, რომ ეს იყოს მიზეზი, როდესაც ლოგიკურად ვერ ხსნი ქცევას, უნდა პარლამენტში შესვლა და ვერ შედის, უნდა რაღაცაზე ხელმოწერა და ვერ აწერს. მე ვარაუდების დონეზე ვსაუბრობ, ეს ბრალდება არაა, სახელს არ გეუბნებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Ninja ალბათ, მართალი ბრძანდებით, მაგრამ, ვისზეც არ აქვთ კომპრომატები, ისინი რაღას ითრევენ ფეხს (მაგ, იოსელიანი, ელისაშვილი...). აუჩემებიათ ეს 113 დეპუტატი თუ არ იქნა, აზრი არა აქვსო. ეს 113 დეპუტატიც შემოგდებული თემა მგონია, რომ გაამართლონ არშესვლა. თუ, ამომრჩეველი გყავს, ამ საარჩევნო სისტემითაც მიიღებ კუთვნილ ხმებს.
4 წლის უკან