ვინ და რატომ ყრის შპრიცებს სადარბაზოებთან - შინაგან საქმეთა მინისტრი ოპონენტებს ნარკოდანაშაულის ხელოვნური ფონის შექმნაშიც ადანაშაულებს. ქუჩებში ნაპოვნი ინექციური საშუალებებით გამოძიება უკვე დაინტერესდა. ღარიბაშვილის განცხადებას წინ უძღოდა ნაციონალების ბრალდება, რომ ქვეყანაში ნარკოტიკები გაიაფდა, ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი კი გაიზარდა. თუმცა ოფიციალური მონაცემებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება.