გიორგი გახარიას ნაცვლად პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შევა.
დღეს გახარიას დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა შეუწყვიტა, შესაბამისად პროპორციულ სიაში 61-ე მგალობლიშვილი იყო და ის კვლავ დეპუტატი ხდება. ლევან მგალობლიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.
პარლამენტმა პრემიერ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა 24 დეკემბერს გამოუცხადა.