მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი ამომრჩევლები ლამის აჯანჯღარებენ მას და იოსელიანს, რათა პარლამეტში შევიდნენ:
"ყველაზე რადიკალები არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ბოკერიას მხარდამჭერები. ჩვენთან ოფისში არის რიგი. ხალხი მოდის, ვიღაცეები კი არა სუსის შტაბიდან გამოგზავნილები და ოცნების შტაბიდან კი არა, ჩემი ალალი ამომრჩევლები და მხარდამჭერები რომ არიან და ლამის გვაჯანჯღარებენ მე და ლევან იოსელიანს, რომ შედით პარლამენტშიო.
ხალხი, პირდაპირ ჩვენი მხარდამჭერები მოდიან და ლამის გვეჩხუბებიან, რომ შედით, რა დროს ესაა?! ნუ ხართ იმათ აყოლილები!" - თქვა ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.