თქვენ დარჩებით მონებად - ნათელაშვილი ხალხს მიმართავს და დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებს

თქვენ დარჩებით მონებად - ნათელაშვილი ხალხს მიმართავს და დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებს

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სემეკთან აქცია გამართა და საქართველოში დენის ტარიფის ზრდა გააპროტესტა.

ნათელაშვილის თქმით, თავმოყვარე საზოგადოება დენის ტარიფის ზრდას არ მოითმენდა, თუმცა ტელევიზორის წინ, ტახტზე მოთავსებული საზოგადოება, რომელიც მის მიერ არჩეული მთავრობის გადაყენებას დაელოდება მესამე ძალის მიერ და თავად არ იმოქმედებს, დარჩება უმაქნისად და მონად.

„ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას გონია, რომ ყველაფერი შერჩება, რომ ხალხს ყველაფერი დაავიწყდება, რომ მერე გაიყიდებიან თანამდებობაზე, ხახვზე, ფულზე, კარტოფილზე, ეშმაკის ვერცხლზე.

სანამ ეშმაკს არ განვდევნით ჩვენგან, ყოველთვის მოვლენ ივანიშვილები, ყოველთვის მოვლენ გახარიები, ყოველთვის მოვლენ ის ბაბაჯანები და ჯოჯოები, როლებმაც დღეს კომისიასთან მოგვიყვანა და რომლებმაც სამ თეთრიანი დენი გაგვიხადა 35 თეთრი, ანუ 12-ჯერ, 13-ჯერ გააძვირა, ამას ვერანაირი თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენდა.

სანამ ჩვენ ვიჯდებით სახლში ტელევიზორთან, ტახტზე წამოკოტრიალებული და დაველოდებით როდის მოხდება რევოლუცია და როდის დაამხობს ვინმე თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებას, მანამდე იქნებით მონაზე უარეს მდგომარეობაში. სანამ არ დაანებებთ თავს ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების თვლას თქვენგან არაფერი არ გამოვა და თქვენ იქნებით მონები", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ამდენი წელია ამას, ამ ნათელაშვილს რომ ვუყურებ ძალიან შემერყა ღვთის რწმენა, უკვე ღრმა ეჭვებში ვარ ჩავარდნილი. მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის შექმნას ამგვარად აღწერს: მას შემდეგ, რაც მიწიერი არსებები შექმნა, „თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. ეს როგორ, ეს რა გამოდის, შალვა ნათელაშვილი ღმერთმა თუ თავის მსაგავსად შექმნა, რას გავს ეს ღმერთი, ასეთი სამარცხვინო როგორ შეიძლება ღმერთი იყოს?! ეტყობა მოსე წინასწარმეტყველს რაღაც მაგრად შეეშალა ან თარგმანში, გათანამედროვებულ თარგმანში არის შეცდომა. მე ვერ დავუშვებ რომ ღმერთი ჰგავდეს ნათელაშვილს ან უგულავას! და თუ მაინც ის რაც თქვა მოსემ მართალია, მაშინ მე მირჩევნია, დარვინის არ იყოს მაიმუნიდან ვიყო წარმოშობილი!
4 წლის უკან