ძალიან მეეჭვება, შანსი ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულ ნებისმიერ პოლიტიკოსს, რაც არ უნდა დაირქვას და საითაც არ უნდა წავიდეს ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა ოპოზიციურ ფლანგში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.
სუბარის თქმით, ქართულ პოლიტიკას ახლა განახლება სჭირდება.
„იმის განხილვას არ დავიწყებ, თუ რა ხდება ოპოზიციის შიგნით - თავის საქმე თვითონ იციან. ზოგადად, რაც ქართულ პოლიტიკას სჭირდება, არის განახლება. განახლება, რათა გამოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იფიქრებენ არა მხოლოდ იმაზე, როგორ დაიბრუნონ ძალაუფლება, როგორ დაატრიალონ სისხლის კალოები, რასაც დაჩვეული იყვნენ, არამედ იფიქრონ ქვეყნის განვითარებაზე. თუკი გამოჩნდება ძალა, ვინც ამას შესძლებს, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.