ინტერნეტის თავისუფლება (VIDEO)

ინტერნეტის თავისუფლება (VIDEO)

როგორ კონტროლდებოდა ქართული ინტერნეტ-სივრცე. ქვეყნდება ახალი ანგარიში, სადაც ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებში გამოვლენილ სერიოზულ ხარვეზებზეა საუბარი. 2012 წელს ჩატარებული კვლევის ავტორი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა. ანგარიშში წერია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი რამდენიმე კომპანიის სერვერზე ძალოვან უწყებებს ჰქონდათ წვდომა. ანუ საინტერესო ობიექტს ინტერნეტის საშუალებით უსმენდნენ ან უთვალთვალებდნენ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც კვლევის ავტორები საუბრობენ, ინტერნეტ-პროვაიდერების მეპატრონეებს უკავშირდება. ზოგიერთ კომპანიაში რეალური მფლობელების ვინაობა ისევ გასაიდუმლოებულია.