ჩანერგილთა სია (VIDEO)

ჩანერგილთა სია (VIDEO)

ვინ ჩაშალა რუსთავსა და ხონში ,,ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები-კოალიცია სამართალდამცავებს საკუთარ რიგებში ჩანერგილთა სიებს უგზავნის. ადამიანები, რომელთა გვარები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო, ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან" უკვე გარიცხეს. ყოფილ წევრებს კოალიციის ლიდერები ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თუმცა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ გარიცხულები. რამდენიმე ქალაქსა და რაიონში პარტიული შეკრებები ხმაურიანი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. მხარეები რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. რუსთავისა და ხონის გარდა ანალოგიური მიზეზით ყრილობები ჩაიშალა წყალტუბოსა და აბაშაშიც.