მარტში ყველა ქვეყანა გაოცებული იყო ვირუსის გავრცელების სისწრაფით და იყო სრული დახურვა. რა თქმა უნდა, მარტში ჩვენ ვცდილობდით ვირუსის გავრცელების შემცირებასა და ხალხის შეკავებას. დღეს შედარებით მეტი ცოდნა გვაქვს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ „ლოკდაუნზე“, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, მარტში რა „ლოკდაუნიც“ იყო და ახლანდელ პირობებში არსებული „ლოკდაუნი“. მარტში ყველა ქვეყანა გაოცებული იყო ვირუსის გავრცელების სისწრაფით და იყო სრული დახურვა. რა თქმა უნდა, მარტში ჩვენ ვცდილობდით ვირუსის გავრცელების შემცირებასა და ხალხის შეკავებას. დღეს, ამის შესახებ, შედარებით მეტი ცოდნა გვაქვს, შეგვიძლია, ვმართოთ, თავი დავიცვათ ვირუსის სწრაფი გავრცელებისგან და ამით დავიცვათ მოსახლეობა, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური ბალანსია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავატაროთ ზომები ვირუსის დასათრგუნად და მის შესაწყვეტად, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდაზე, შემოსავლის დაკარგვაზე, შშმ ბავშვებზე, რომლებიც დახმარებას ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ვერ იღებენ“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჰანს კლუგე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.