შეხვედრა ჟურნალისტებთან (video)

შეხვედრა ჟურნალისტებთან (video)

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს 6 თებერვალს უყრის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობისგან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის იმედი აქვს მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებების მიღება მიხეილ სააკაშვილს არ სურს.
სესიამდე გაიმართება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც ცვლილებების პროექტს განიხილავენ. შემდეგ კი, კომიტეტი მიმართავს ბიუროს, რომ საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში შეიტანოს.

  •