პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლის საკითხი არ განიხილება.
ამით წულუკიანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლას და პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს თუ არა ირაკლი კობახიძე.
„პარტიაში არც ერთი განხილვა, რომელიც ამ საკითხს და ამ კითხვას მიეძღვნებოდა, არ ყოფილა. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება. განხილვა არ ყოფილა და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდ ხანს. რაც შეეხება კითხვას, ასეთი საკითხი განხილვაში საერთოდ არ ყოფილა და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ირაკლი კობახიძის კომენტარი იხილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.