ვახტანგ გომელაური: ჩემი მხრიდან, უხერხული იქნება, ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ

ვახტანგ გომელაური: ჩემი მხრიდან, უხერხული იქნება, ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ

ჩემი მხრიდან, უხერხული იქნება, ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა კითხვას, იქნება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

„რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაელოდეთ",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობილია, რომ მთავრობას კვლავ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. მან პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს, თუ ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში.