საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. უმრავლესობის ლიდერები ბრიფინგზე გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ. ბრიფინგი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ხვალ, 12.00 საათზე დაიწყება.