ირაკლი კობახიძე: როდესაც ყველა აღიარებს ამ არჩევნებს, გარდა ლავროვისა, როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ელოდება ლავროვის დასკვნას, თანხმობასა და მილოცვას

ირაკლი კობახიძე: როდესაც ყველა აღიარებს ამ არჩევნებს, გარდა ლავროვისა, როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ელოდება ლავროვის დასკვნას, თანხმობასა და მილოცვას

ძალიან კარგი იყო პარლამენტის სხდომა იმ გაგებით, რომ ჩვენ მაღალკვალიფიცური პარლამენტის წევრები ავირჩიეთ უმაღლეს საპარლამენტო თანამდებობებზე და ეს დეპუტატები გაუძღვებიან მუშაობას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს გახდება საფუძველი, რომ საქართველომ იაროს არა რუსეთისკენ, რასაც, მისი თქმით, ნიკა გვარამია გვთავაზობს, არამედ იაროს კელი დეგნანისკენ და კარლ ჰარცელისკენ.

„ყველამ აღიარა ეს არჩევნები, ყველა ქვეყნიდან არის მილოცვის წერილები შემოსული. როდესაც ყველა აღიარებს ამ არჩევნებს, გარდა ლავროვისა, როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ელოდება ლავროვის დასკვნას, თანხმობასა და მილოცვას. დაველოდოთ ლავროვის მოლოცვას და ნიკა გვარამია იმედია მწვანე შუქს აუნთებს ოპოზიციას, რომ დაიკავონ ადგილები პარლამენტში. ანუ დეგნანის და ჰარცელის მას არ სჯერა, გარდა ლავროვისა. დაელოდოს ლავროვის მოლოცვას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.