ირაკლი კობახიძე: საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, ამ დროს აღმოჩნდა რომ გაყალბდა PVT-ი

ირაკლი კობახიძე: საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, ამ დროს აღმოჩნდა რომ გაყალბდა PVT-ი

საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, ამ დროს აღმოჩნდა, რომ გაყალბდა PVT-ი. გაყალბება იყო თუ როგორ იყო, ამას სჭირდება გაყალბება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად არჩევნებისა, ჩვენ მივიღეთ ყალბი PVT-ი.

„ეს ბუნებრივია ობიექტური დამკვირვებლისთვის რა თქმა უნდა, მოცემულობას ცვლის, მაგრამ რამდენად არის ობიექტური დამკვირვებელი სააკაშვილი, ბოკერია და გვარამია, ამაზე ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრება. მათთვის თვითმიზანი რადგან მოლაპარაკებების ჩაშლაა, შეიძლება არ არაფერი შეცვალოს ამ ახალმა ინფორმაციამ. მაგრამ თუ ვინმე არის ობიექტური და ჯანსაღად აზროვნებს, როდესაც ხედავს, რომ არჩენების მაგივრად PVT-ი გაყალბდა, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით დასკვნები უნდა გამოიტანოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.