გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ „მთავარი არხის“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი იერიში მიიტანა შეერთებული შტატების ელჩზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ქალბატონმა დეგნანმა, როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ და ამ დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება და პრესაში გამოვა, განახორციელა ზარი ვაშინგტონშიც და კიევშიც და კატეგორიულად მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერთ თანამდებობაზე“, - ამცნო მაყურებელს გვარამიამ.
„რა თქმა უნდა მას უპასუხეს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩაჯდეს და მიხედოს თავის საქმეს, მაგრამ მთავარი კითხვა აქ სხვა არის - ვინ ეკითხება კელი დეგნანს მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება. ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება?! ვის თამაშს თამაშობდა, როცა ამას შვრებოდა?
რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი იცით თქვენ? იმ მიხელ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“, - მიმართა გვარამიამ აშშ-ს ელჩს.