ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, არსებობს გარკვეული სახის „რევოლუციური რომანტიკა“, როცა წარსულის იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც რევოლუცია მოაწყვეს, და ეს მოგონებები ძალიან სასიამოვნოა, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა, ხომ არ ხედავს რადიკალიზმსა და რევოლუციის სურვილს საქართველოში კითხვის პასუხად.
„ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, არსებობს გარკვეული სახის „რევოლუციური რომანტიკა“, რა დროსაც წარსულის იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც რევოლუცია მოაწყვეს, და ეს მოგონებები ძალიან სასიამოვნოა. საქართველოში დღეს სრულიად განსხვავებული განწყობაა და არავის სურს რევოლუცია, არამედ ხალხს სურს დაინახოს, რომ პოლიტიკური კლასი, და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ცხოვრობენ და ასევე პოლიტიკით ცხოვრობენ, მართლაც ამ ხალხის საკითხებით და ქვეყნის ნამდვილი გამოწვევებით არიან დაკავებულნი. ვინც სხვა რამეებზე ოცნებობს, იგი ამით აჩვენებს, რომ ძალიან შორს არის საქართველოში არსებული რეალობისგან“, - განაცხადა ელჩმა.