ჰუბერტ ქნირში: ვფიქრობ, პრიზები უნდა დავაწესოთ ოპოზიციის ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის - პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარება ქეთევან წამებულთან

ჰუბერტ ქნირში: ვფიქრობ, პრიზები უნდა დავაწესოთ ოპოზიციის ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის - პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარება ქეთევან წამებულთან

ვფიქრობ, პრიზები უნდა დავაწესოთ ოპოზიციის ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის - პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარება ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

მას კითხვით მიმართეს, რამდენად ახდენს მსგავსი განცხადებების გავლენა ანტიდასავლურ განწყობაზე.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.