ჯეიმს აპატურაი: ჩემი და ნატო-ს სახელით ვუსამძიმრებ საქართველოში COVID-19-ით დაღუპულთა ოჯახებს

ჯეიმს აპატურაი: ჩემი და ნატო-ს სახელით ვუსამძიმრებ საქართველოში COVID-19-ით დაღუპულთა ოჯახებს

მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა წინასწარ მოგილოცოთ. ჯანმრთელობა და საუკეთესო წელი გისურვოთ. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ჩემი და ნატო-ს სახელით ვუსამძიმრებ საქართველოში COVID-19-ით დაღუპულთა ოჯახებს. მოუარეთ თავს და გაუფრთხილდით სხვებს. კორონავირუსი არ არის მითი ან ხუმრობა. არ არის აუცილებელი ყველა შობა დიდი წვეულებით აღვნიშნოთ. მერწმუნეთ, ამას ვერც ჩვენ შევძლებთ. ახლა სიფრთხილის და სიმშვიდის დროა.

ის ასევე ვაქცინის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად 100%-ით ვაქცინის მომხრეთა რიგებშია.

„ვაქცინის შესახებ სოციალური მედიით გადაჭარბებული დოზით ვრცელდება ყალბი ცნობები და შეთქმულების თეორიები. სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს. თუ თქვენ ტელეფონი გიჭირავთ ხელში, მაშინ გეტყვით, რომ მატარებელი სადგურიდან კარგა ხანია დაიძრა და არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა.