პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ბათუმში აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ბათუმში აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო ბათუმში აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულია 6 მოქალაქე.

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. აღნიშნულის გამო პოლიციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერად დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა განმარტა, აღნიშნულ პოლიციელს მცირე დაზიანება აქვს და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. გამორიცხული არ არის, ფაქტზე საქმე აღიძრას.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ დღეს მორიგი აქცია გამართა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეების გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.