გიორგი ვოლსკი: მმართველ გუნდს მოუწოდებენ სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები

გიორგი ვოლსკი: მმართველ გუნდს მოუწოდებენ სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები

მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის დაყენება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, არის უსაფუძვლო, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, რთული მოცემულობის მიუხედავად, სახელმწიფოს ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის რესურსი გააჩნია.

„მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ აღიაროს არარსებული, ქვეყანაში ქაოსი დაუშვას, სახელმწფო სტრუქტურების შექმნის წინაღმდეგ გამოვიდეს, ბიუჯეტი არ დაამტკიცოს, სრული ნიჰილიზმი და განუკითხაობა დაამკვიდროს ქვეყანაში იმიტომ, რომ სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები. ეს არის მოთხოვნა, რომლის იქითაც ჩვენი ოპონენტებისგან სამწუხაროდ, არაფერი არ გაისმის. მოცემულობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში სახელმწიფოს გააჩნია რესურსი, რათა ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მეხუთე რაუნდის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.