„ნაციონლური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი შეხვედრა შედგება, ისინი მონაწილეობას მიიღებენ.
„უცვლელია ჩვენი მოთხოვნები - ეს არის პოლიტპატიმრები, რიგგარეშე არჩევნები და ზოგადი რეფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი და ბოიკოტი შემდგარი.
„ახლა მნიშნელოვანია, რომ ეს ბოიკოტი, მანდატების დათმობა სამართლებრივად ბოლომდე გაფორმდეს, რათა ეს პროცესი დასრულდეს. შემდეგ, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.