როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, 4 აზერბაიჯანელი სამხედრო მაშინ დაიღუპა, როცა მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ მათ ნაწილებს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათი 6 სამხედრო დაიჭრა, რაშიც ისინი აზერბაიჯანულ მხარეს სდებენ ბრალს. ამის ფონზე მხარეები ერთმანეთს რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი, რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეთანხმდნენ.