კულუმბეგოვი: „ნიღაბში სუნთქვა არაა რთული, გაცილებით რთულია სუნთქვა ხელოვნური ვენტილაციის დროს“

კულუმბეგოვი: „ნიღაბში სუნთქვა არაა რთული, გაცილებით რთულია სუნთქვა ხელოვნური ვენტილაციის დროს“

ნიღაბში სუნთქვა არაა რთული, გაცილებით რთულია სუნთქვა ხელოვნური ვენტილაციის დროს, – ამის შესახებ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ გინდა შენ გახდე ჩვენს ქვეყანაში პანდემიის კონტროლის მონაწილე, მაშინ:

დარჩი სახლში თუ ეს შეგიძლია!

ნიღაბი ატარე ისე, რომ ფარავდეს პირს და ცხვირს!

თავი აარიდე ყოველგვარ შეკრებას და ადამიანებს ესაუბრე 2 მეტრის დისტანციით!

ხშირად დაიბანე ხელები,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.