რომელი სიმპტომი ვლინდება Covid19-ის და გრიპის დროსაც, თუმცა გრიპის დროს განსაკუთრებით გამოხატულია

რომელი სიმპტომი ვლინდება Covid19-ის და გრიპის დროსაც, თუმცა გრიპის დროს განსაკუთრებით გამოხატულია

„რესპირატორული ვირუსული ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან რთულია და შეიძლება ითქვას, შეუძლებელი. მათი გარჩევის ერთადერთი მეთოდი, ანალიზის ჩატარებაა. არსებობს რაღაც ნიშნები, რომლებიც 100 პროცენტში არ ვლინდება, მაგრამ თუ გამოვლინდება, დიდი ალბათობით, 99%-იანი სიზუსტით მიანიშნებს, რომ ამა თუ იმ ტიპის ინფექცია გვაქვს“, - ამ თემაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დილის შოუ“ განაცხადა.

„კორონავირუსის შემთხვევაში, ეს არის ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა. თუ ცხვირი გაჭედილი მაქვს, შეიძლება გემოც წამერთვას და ყნოსვაც - ამაში უცნაური არაფერია და ნორმალურია, მაგრამ კორონას დროს, გახსნილი ცხვირის შემთხვევაში გეკარგება ყნოსვა და გენოვნება.

გრიპისთვის ერთი მნიშვნელოვანია დამახასიათებელი - იწყება შემცივნებით და მაღალი ტემპერატურა (39) ფიქსირდება. მას არ აქვს ხანგრძლივი ინკუბაცია. სახსრების ტკივილი ორივეს ახასიათებს, მაგრამ გრიპის დროს განსაკუთრებით გამოხატულია. ასეთ დროს, ბევრი ამბობს, რომ თვალებიც კი ტკივა მოძრაობის დროს.

კორონას შემთხვევაში 30-40% არის ასიმპტომური, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომობა ბავშვებში ფიქსირდება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.