ნიკა გვარამია: ზურგში დანას ვიღებ ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუა შეიარაღებული ბანდის მეთაურია

ნიკა გვარამია: ზურგში დანას ვიღებ ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუა შეიარაღებული ბანდის მეთაურია

პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ იგივე დასავლური ინსტიტუციებისგან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუას პატიმრობა კი არ არის სირცხვილი, არამედ ჩემი დამფუძნებლობაა სირცხვილი, რადგან ის არის შეიარაღებული ბანდის მეთაური, – ამის შესახებ „მთავარის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„მე ვემსახურები დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ იგივე დასავლური ინსტიტუციებისგან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუას პატიმრობა კი არ არის სირცხვილი, არამედ ჩემი დამფუძნებლობაა სირცხვილი, რადგან ის არის შეიარაღებული ბანდის მეთაური. ამას ვამბობ ღიად. დიახ, ამ ადამიანებისგან ვიღებ ზურგში დანას და ყველა ჩვენგანი, ვინც დასავლეთს ვემსახურებით ამ ქვეყანაში. მე თუ ვამბობ, რომ არც ერთ გრანტს არ მაძლევს აშშ-ის მთავრობა და ეს გრანტებზე უარი მომდის, ვინმე სოფო ბზიშვილის ხელმოწერით და სავარაუდოდ, გიორგი ხელაშვილი გახდება საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორ უნდა ვენდო იმ ხელისუფლებას და აშშ-ის საელჩოს, რომელიც უარებს მიგზავნის პოლიტიკურად ანგაჟირებული „სტაფერის“ ხელმოწერით. ამაზე მიპასუხოს აშშ-ის ელჩმა. არ მჭირდება არავის დაცვა, თუ ციხეში უნდა წავიდე, წავალ. ეს იქნება პატივი ამ ხელისუფლების მიერ, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ზის ციხეში. ეს ტელევიზია არ გაჩერდება“, – განაცხადა გვარამიამ.

amo ხელისუფლებავ თუ ეს კაცი მართალია, მაშინ დიდი ნეხვი ყოფილხარ და დედაც უნდა გეტიროს, თუ არა და რატომ აბლატავებ? შენც გაწყობს?
4 წლის უკან