საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში, დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ჩეჩნეთი იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა.