მილიონობით ლარი პრემიისთვის, რაში იხარჯება სახელმწიფო სახსრები - გასული წლის ათი თვის განმავლობაში გაცემული პრემიების სტატისტიკა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა. ქალაქის ხელმძღვანელობებს შორის გაცემული პრემიის ოდენობით ბათუმის მერია გამოირჩევა. ბათუმის ყოფილმა მერმა რობერტ ჩხაიძემ 8 თვის განმავლობაში 16 375 ლარი, ჯემალ ანანიძემ კი ათ თვეში 19 800 ლარი მიიღო. თვითმმართველობის თანამშრომლებს ასპროცენტიან პრემიებთან ერთად საახალწლო საჩუქრებიც დაურიგეს.