ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილმა თქვა საოცარი რამ - რომც დადასტურდეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაინც რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოსო - ესაა მათი დამოკიდებულება

ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილმა თქვა საოცარი რამ - რომც დადასტურდეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაინც რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოსო - ესაა მათი დამოკიდებულება

გუშინ ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა საოცარი ფრაზა - ახლა რომც დადასტურდეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ქვეყანაში კრიზისია და მაინც რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს - ესაა მათი დამოკიდებულება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რამდენიმე მცირე პარტია პირველად მონაწილეობდა არჩევნებში და მათ არ ჰყავდათ თავიანთი წევრები უბნებზე, მათ ჰქონდათ გულწრფელი ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“, ისინი არიან ოსტატები და არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გუშინ პარლამენტში არ იყო წარმოდგენილი ოპოზიცია, მთლიანად ეკისრება რადიკალურ ოპოზიციას. ისინი არა მხოლოდ თვითონ უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ პროცესს, არამედ აბულინგებენ და აშანტაჟებენ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს. ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი არაა პარლამენტში და ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს სხდომათა დარბაზში“, - განაცხადა კობახიძემ.