მე საერთოდ არ ვუშვებ იმას, რომ ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება, ეს გამორიცხულია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვუყურებთ მოვლენების განვითარებას, მათ შორის, საჯაროდ მიმდინარე პროცესებს და ეს უბრალოდ, გამორიცხულია", - განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „დღის თემა".
მისი თქმით, სულ მალე გამოჩნდება, რეალურად ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი, რომელი პარტიები განეკუთვნებიან ამ ერთიან კლასტერს და ვინ არ არის „ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის შემადგენელი ნაწილი.