ალერგოლოგ-იმუნილოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ახალზელანდიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსის ანტისხეულები 8 თვეზე მეტ ხანს შენარჩუნდა.
„ახალ ზელანდიური კვლევით ანტისხეულების ტიტრი 8 თვეზე მეტი შენარჩუნდა…აჰა, ერთ დღეში 2 თვით წინ წავიწიეთ” – წერს კულუმბეგოვი.
ორი დღის წინ მან საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგებიც გაავრცელა, რომლის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში მყარი იმუნიტეტი 6 თვის განმავლობაში რჩება.
„კოვიდის შემდგომი იმუნიტეტის საკითხი დამაიმედებლად იცქირება და დიდი იმედია, კიდევ რამდენიმე თვე დაემატება”, – დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა.