ხატია დეკანოიძე: ISFED-ის პარალელური დათვლა არ ითვლის იმ ხმებს, რომელიც არის

ხატია დეკანოიძე: ISFED-ის პარალელური დათვლა არ ითვლის იმ ხმებს, რომელიც არის "კარუსელით", მოსყიდვით, ადამიანებზე მუქარით და ა.შ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლა ითვლის მხოლოდ ოქმებს და მასში არაა ასახული სხვა დარღვევები, რომელიც, მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა.

მისივე თქმით, იმ ოქმებში, რომელიც ორგანიზაციამ დათვალა, არსებობს 8%-იანი ცდომილება რომელიც საერთო შედეგზე გავლენას, დაახლოებით, 4.1%-ით ახდენს.

"სამართლიანი არჩევნები ითვლის მხოლოდ ოქმებს. იმ ოქმებშიც კი, რომელიც დათვალეს და რომელ უბნებზეც იყვნენ, არსებობს 8%-იანი ცდომილება რომელიც საერთო შედეგზე ახდენს გავლენას, დაახლოებით, 4.1%-ით.

ISFED-ის პარალელური დათვლა არ ახდენს იმ ხმების დათვლას, რომელიც არის "კარუსელით", მოსყიდული, ადამიანებზე მუქარით და ყველა იმ უკანონობით, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო არჩევნებზე

შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა.

საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" 48.2% მიიღო. ერთი პროცენტით გაიზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას რეიტინგი და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია.

Aburjga Tasmanieli ამან ( არ ვიცი როგორ შეიძლება ასეთი ვიღაცა ქალად მოიხსენიო?) გააუქმა არა მარტო გასული არჩევნების შედეგები, არამედ ყველა მომავალი არჩევნებიც. მაგისათვის არსებობს მხოლოდ ერთი კრიტერიუმი - თუ თითონ გაიმარჯვა არჩევნების შედეგები მისაღებია! თუ დამარცხდა ნებისმიერი არჩევნები გამოცხადებული იქნება გაყალბებულად! ისმის კითხვა, რა არის ეს ჩიხური სიტუაცია?! მე ვფიქრობ არის! ამიტომ საჭიროა არა ამის (ქაჯის) აღმოფხვრა, არამედ საჭიროა წყაროს მოშორება. სერთო საყოველთაო არჩევნები უნდა გაუქმდეს. არ არის არჩევნები, აღარაა პრობლემა! როგორ უნდა გაუქმდეს არჩვენები?! ერმა უნდა გააჩინოს ძლიერი პიროვნება, ზეკაცი, რომელიც ბოლოს მოუღებს ამ ღლიცინს დემოკრატიაზე, აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს და მათ კუთვნილ-მხარდამჭერ მასმედიას. მას კიდევ ბევრი რამ ექნება გასაკეთებელი, რომ უკუღმართ, ბარაბას გზაზე მიმავალი ერი ღვთისკენ მიმავალ გზაზე დააბრუნოს!
4 წლის უკან