„სანოფის“ ქართული წარმომადგენლობის „დათრევა“ სურდა სააკაშვილის ძმას, სანამ საფრანგეთის მთავრობა არ ჩაერია, იყო გაწევ-გამოწევა“

„სანოფის“ ქართული წარმომადგენლობის „დათრევა“ სურდა სააკაშვილის ძმას, სანამ საფრანგეთის მთავრობა არ ჩაერია, იყო გაწევ-გამოწევა“

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა კობერიძე, საკუთარ გვერდზე ტვ. „მთავარი“-ს გადაცემას ეხმაურება, სადაც საქართველოში ბავშვების იაფფასიან ინსულინით მომარაგებაზე იყო საუბარი.

2 დღეა, რაც გადაცემა ვნახე და მინდა დავწერო. მოკლედ დავწერ:

  1. 20 წელზე მეტია უშუალოდ ჩართული ვარ დიაბეტიან (ინსულინდამოკიდებული) ადამიანების პრობლემებში
  2. 25 წელია საქართველოს ყველა(!!!!) დიაბეტიანი ბავშვი უფასოდ მარაგდება მსოფლიოს სამ საუკეთესო ინსულინებში შესული ინსულინით
  3. 16 წლიდან ზევით - 2013/14 წლამდე საუკეთესო ინსულინით და მარტივი მოხმარების კალმებით მარაგდებოდნენ დიაბეტიან ადაიმიანთა შორის რისკის ქვე-ჯგუფები (ლაბილური, ორსულები და სხვა)- დამატებითი პროგრამის ფარგლებში. 2014 წლიდან საუკეთესო ინსულინით და შესაბამისი მარტივი მოხმარების აქსესუარებით მარაგდება ყველა!
  4. სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს იყო მომენტი, როცა სახელმწიფოს უნდოდა ნაკლები ხარისხის ინსულინის შემოტანა. სერიოზული ამბავი ატყდა მაშინ ჩვენი ექიმებისა და მსოფლიო ავტორიტეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. ძლივს გაიტანეს ეს საკითხი. სახელმწიფომ მაინც ცოტა ფული გამოყო და „სანოფიმ“ (ვინც ტენდერი მოიგო) - თვითონ იზარალა და მაინც კომფორტული მოხმარების ფორმაში შემოიტანა ინსულინი.
  5. „სანოფის“ ქართული წარმომადგენლობის „დათრევა“ სურდა სააკაშვილის ძმას. საფრანგეთის მთავრობა სანამ არ ჩაერია - იყო გაწევ-გამოწევა.
  6. ამ ქვეყანას უამრავი პრობელემა აქვს (მათ შორის, დიაბეტიან ადამიანთა ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით), თუმცა ხარისხიანი ინსულინის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს!!!
  7. ნიკა გვარამია თავისი ბანძი ტელევიზიით არის ამ ქვეყნის მტერი.
maia dadia გაიხარეთ!
4 წლის უკან